Wednesday, July 14, 2010


მე ვარ ლია ნატროშვილი. ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი.
პროექტის გეგმა
პროექტის სახელი: რატომ გვიყვარს შოკოლადი?

პროექტის მოკლე აღწერა:შოკოლადი ძალიან ბევრს უყვარს. რა ხდება ჩვენს კლასში? ჩვენს ოჯახში? არის თუ არა შოკოლადი წვადი? შეიცავს შოკოლადი ეტიკეტზე მითითებულ ნივტიერებებს?
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები შეისწავლიან თავიანთ საყვარელ შოკოლადს. წარმოების ისტორიას. რატომ დაარქვეს ეს სახელი? სად ამზადებენ? როგორ ფუთავენ? გაფორმებას, შედგენილობას. დადგენენ გამოკითხვით როგორი შოკოლადი მოგწონთ? იყენებენ ინტერვიუებს ბავშვებთან, მშობლებთან, ექიმებთან და ადგენენ შოკოლადის სასარგებლო თვისებებს და იმას თუ დიდი რაოდენობით მიღებამამ რა შეიძლება გამოწვიოს.
მონაწილეთა ასაკი:15–16წ.

ვადები / ხანგრძლივობა:1 თვე

როექტის შესაძლო აქტივობები:კვლევა, ძიება, ინტერვიუების აღება, დისკუსიის გამართვა.
მოსალოდნელი შედეგები:ისწავლიან გუნდურ მუშაობას, გაუმჯობესებენ ერთმანეთან ურთიერთობებს, ინტერნეტში მოიძიებენ შოკოლადის გამზადების რეცეპტებს.
სარგებელი სხვისთვის:სხვა სკოლის მოსწავლეები შესძლებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ მოძიებული ინფორმაციის გაზიარება.
სამუშაო ენა:ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
საგანთან / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი /ბიოლოგია, გეოგრაფია:
პროექტის ფასილიტატორი: ლია ნატროშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: lia.natroshvili@gmail.com
პროექტის ვეპროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ.–გვერდი/ ბლოგები